ვილი კაბალიერო - 2018 წელს ხორვატიასთან მატჩის შემდეგ მემუქრებოდნენ
ვილი კაბალიერო - 2018 წელს ხორვატიასთან მატჩის შემდეგ მემუქრებოდნენ

ლონდონის „ჩელსისა“ და არგენტინის ნაკრების მეკარემ ვილი კაბალიერომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ხორვატიასთან (0:3) მატჩი გაიხსენა.

„ხორვატიასთან მატჩში პასი მივეცი სალვიოს, მაგრამ ყველაფერი ცუდად გამოვიდა. ბურთი მოულოდნელი ტრაექტორიით წავიდა და რებიჩს მიუვიდა. ყველა ფიქრობდა, რომ მე ეს განგებ გავაკეთე, მაგრამ ეს ასე არ არის. არასოდეს ბურთისთვის ასე არ დამირტყამს. მისი შორს გადაგდება მინდოდა, რადგან გვერდით ორი ფორვარდი მყავდა.

მომდევნო დღეს, ჩემი შეცდომის შემდეგ, ყველას ჩემი ტელეფონის ნომერი ჰქონდა. ეს ცუდი დრო იყო. მუქარის შეტყობინებებს მიგზავნიდნენ, განადგურებითაც მემუქრებოდნენ. შევშინდი ჩემი ოჯახისა და მომავლის გამო. რა თქმა უნდა, მინდოდა კიდევ ერთი შანსის მიღება და რეაბილიტაცია, მაგრამ მივიღე მწვრთნელის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ფრანკომ მართლაც კარგად ითამაშა. მე დავეთანხმე ამ ცვლილებას“, – განაცხადა კაბალიერომ.