„ვიკინგები“ მეექვსე სეზონით დასრულდება

13:29, 05.01.2019

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალი „ვიკინგები“ მეექვსე სეზონით დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი History ავრცელებს.

ამჟამად ტელეარხ History-ზე სერიალის მეხუთე სეზონი გადის. მეხუთე სეზონის ბოლო სერია 30 იანვარს გამოვა. გავრცელებული ცნობით, ვიკინგების რეჟისორი მაიკლ ჰირსტი სხვა ისტორიულ სერიალზეც მუშაობს, რომელის დეტალები ჯერ გასაიდუმლოებულია.

ვიკინები ირლანდიურ-კანადური ისტორიული ჟანრის სერიალია, რომლის პრემიერაც 2013 წლის 3 მარტს გაიმართა.

მსგავსი