ვიდეოასისტენტი ტომაშ კვიატკოვსკი, რომელიც პსჟ-სა და „ნიუკასლის“ მატჩზე მუშაობდა, უეფა-მ დისკვალიფიკაციით დასაჯა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და წაგებას 90+8 წუთზე დანიშნული პენალტით გადაურჩა, რომელიც კილიან მბაპემ ზუსტად შეასრულა და ინგლისურ კლუბს ანგარიში გაუთანაბრა – 1:1.
„ნიუკასლის“ კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მატჩის მთავარ არბიტრს, შიმონ მარჩინიაკს VAR-ზე მომუშავე თანაშემწემ, ტომაშ კვიატკოვსკიმ ურჩია. ეს გადაწყვეტილება საბედისწერო გამოდგა „ნიუკასლისთვის“, რომელიც შეხვედრას 90+8 წუთამდე იგებდა (1:0).
უეფა-ში განიხილეს გახმაურებული შემთხვევა და მიიჩნიეს, რომ ვიდეოასისტენტმა შეცდომა დაუშვა და ტომაშ კვიანტკოვსკი „რეალ სოსიედადსა“ და „ზალცბურგის“ (ჩემპიონთა ლიგა) მატჩიდან მოხსნეს.
ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ხუთი ტურის შემდეგ F ჯგუფს „დორტმუნდი“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე „პარი სენ-ჟერმენია“, ხოლო ბოლო ადგილებს „ნიუკასლი“ და „მილანი“ იყოფენ.