ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა
ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა

ესპანეთის სამეფოს ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია გიორგაძემ და საელჩოს თავდაცვის ატაშემ, გიორგი ბაბუნაშვილმა შეხვედრა გამართეს ესპანეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკთან, მარკოს კუენკა გუერეროსთან, მაიორ რიკარდო როდრიგეს დე ლა იგლესიასთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთან, ვიქტორ გარსიასთან.

„შეხვედრის ფარგლებში, დადებითად შეფასდა ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.
ასევე, აღინიშნა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ესპანელი სამხედროების აქტიური ჩართულობა, რასთან დაკავშირებითაც ესპანეთის სამეფოს ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.