„ვეტყვით ტრამპს: ღამე მშვიდობისა!“ - სტივ კერმა დემოკრატების ყრილობაზე სტეფ კარის ჟესტი გამოიყენა [ვიდეო] #1TVSPORT
19-22 აგვისტოს ჩიკაგოში იმართება დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომლის დროსაც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უნდა დაუჭიროს მხარი კამალა ჰარისის კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
გამომსვლელებს შორის მოულოდნელად გამოჩნდა აშშ-ის ნაკრებისა და „გოლდენ სტეიტის“ მთავარი მწვრთნელი სტივ კერი. ამ ფაქტს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: ყრილობა United Center-ში მიმდინარეობს. ეს ის არენაა, სადაც „ჩიკაგო ბულზი“ თამაშობს, კერი კი ამ გუნდის სნაიპერი იყო მაიკლ ჯორდანის ეპოქაში. გარდა ამისა, კამალა ჰარისი წარმოშობით ოკლენდიდანაა და „უორიორზის“ ფანი გახლავთ. ჰარისი ასევე პარიზში იმყოფებოდა ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრების მხარდასაჭერად.
სტივ კერის გამოსვლა შვიდი წუთი გრძელდებოდა და მასში ბევრი სპორტული ალეგორია იყო. საუკეთესო გზავნილი კი მან ბოლოსთვის შემოინახა.
„როცა ხმის მიცემის დღეს შედეგები გახდება ცნობილი, გამოვიყენებთ დიადი სტეფ კარის სიტყვებს და ვეტყვით დონალდ ტრამპს: „ღამე მშვიდობისა!“