ვეტერანი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ვეტერანი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვეტერანი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ბიბისის“ ცნობით, ლარი კინგი ლოს ანჯელესის საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც იუწყებიან, ტელეწამყვანი უკვე ერთი კვირაა ჰოსპიტალიზებულია

87 წლის ლარი კინგის ოფიციალურ წარმომადგენლებს ცნობილი წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში ლარი კინგს თოქშოუ ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში მიჰყავდა.

ბოლო წლებში ის რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელეკომპანია „რაშა თუდეიში“ მუშაობდა.