„ვესტ ჰემმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გრემ პოტერი გაათავისუფლა - მას ნუნუ ეშპირიტუ სანტუ შეცვლის #1TVSPORT
„ვესტ ჰემმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გრემ პოტერი გაათავისუფლა - მას ნუნუ ეშპირიტუ სანტუ შეცვლის #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა, „ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გრემ პოტერი გაათავისუფლა.

როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგები გასული სეზონის მეორე ნახევარსა და მიმდინარე სეზონის სტარტზე ხელმძღვანელებისთვის არადამაკმაყოფილებელი იყო, ხოლო მათი გამოსწორება ცვლილებას საჭიროებდა.

„ბიბისის“ ცნობით, პოტერს თანამდებობაზე პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ შეცვლის, რომელიც ბოლოს „ნოტინგემ ფორესტს“ ავარჯიშებდა.

50 წლის ინგლისელი სპეციალისტი „ვესტ ჰემს“ 2025 წლის 9 იანვარს ჩაუდგა სათავეში. მასთან ერთად გუნდმა 25 ოფიციალური მატჩი გამართა და მხოლოდ ექვსი მოიგო. ამჟამად ლონდონური გუნდი პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.