ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა
ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

შეზღუდვის მიზეზი დაბალი ტემპერატურა და ლიპყინული გახდა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.