ვერნერ ჰოიერი ​- ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე თანამშრომლობა დაკავშირებადობის, ციფრული ეკონომიკის, განახლებადი ენერგომატარებლებისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით

13:52, 20.02.2023

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი მოუთმენლად ელოდება საქართველოსთან ეფექტიან თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე თანამშრომლობა დაკავშირებადობის, ციფრული ეკონომიკის, განახლებადი ენერგომატარებლებისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით“, –  წერს ვერნერ ჰოიერი ​„ტვიტერში“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, ვერნერ ჰოიერს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

მსგავსი