ვერცხლი და ბრინჯაო - მზეჭაბუკ მახარაძის ორი მედალი იტალიაში გამართულ კარატეს საერთაშორისო  ჩემპიონატზე (ვიდეო)

25-26 იანვარს, იტალიის ქალაქ ბერგამოში, გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში „შავი ქამრის თასი“ (Black Belt Cup 2020), რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ამ პრესტიჟულ ტურნირზე, სადაც ოცამდე ქვეყნის 1500 სპორტსმენი ასპარეზობდა, მზეჭაბუკ მახარაძემ ორი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალი ინდივიდუალურ კატაში უფროსთა შორის, ასევე ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ კუმიტეში, +85 კგ. უფროს კატეგორიაში.

შეჯიბრის ორგანიზატორი იყო მსოფლიოს ერთიანი კარატეს ფედერაცია (W.U.K.F.).