ვენესუელის პრეზიდენტი ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს საკუთარი კრიპტოვალუტის შემოღებას სთავაზობს
ვენესუელის პრეზიდენტი ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს საკუთარი კრიპტოვალუტის შემოღებას სთავაზობს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აპირებს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისათვის თავიანთი საკუთარი კრიპტოვალუტის შემოღებას.

„მე ოფიციალურად შევთავაზებ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (ოპეკის) ყველა წევრ და ასევე არაწევრ ქვეყნებს, გამოვიმუშავოთ კრიპტოვალუტის ერთობლივი მექანიზმი, რომელიც გამყარებული იქნება ნავთობით”, – განაცხადა მადურომ კარაკასში ოპეკის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ.