ვენესუელის მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ფერნანდო ალბან სალაზარიმ თავი მოიკლა
ვენესუელის ოპოზიციის წევრმა, ფერნანდო ალბან სალაზარიმ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ქვეყნის მთავარი პროკურორი ავრცელებს.
პროკურორის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ითხოვა, აბაზანაში შეეშვათ, სადაც მოგვიანებით თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფერნანდო ალბან სალაზარი 5 ოქტომბერს კარაკასში დააკავეს. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი დეპრესიაში არ იყო, უფრო მეტიც, თავს კარგად გრძნობდა.