ვენესუელის დაზვერვამ ქვეყნის პარლამენტის სპიკერი რამდენიმე საათით დააკავა
ვენესუელის დაზვერვის სამსახურმა პარლამენტის სპიკერი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლა.
„ჩვენ აქ ვართ და არ გვეშინია“, – განაცხადა ხუან გუაიდომ ოპოზიციის მიერ ჩატარებულ კონგრესზე გათავისუფლების შემდეგ. ქვეყნის პარლამენტის სპიკერის თქმით, ინციდენტი მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ სპეცსამსახურებზე კონტროლი დაკარგა.
ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელმა ნიკოლას მადუროს მეორე ვადით გაპრეზიდენტება არ აღიარა. 11 იანვარს ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ვენესუელის კონსტიტუცია სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებების შესრულების საშუალებას აძლევდა და ქვეყნის მოსახლეობას 23 იანვარს მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 20 მაისს გაიმართა. ნიკოლას მადურომ უფლებამოსილების შესრულება 10 იანვარს დაიწყო. მადუროს გაპრეზიდენტება „ლიმის ლათინოამერიკული ჯგუფის“ წევრებმა და ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციამ არ აღიარა.