ვენესუელაში ოთხ ოპოზიციონერ დეპუტატს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და იმუნიტეტი გაუუქმეს
ვენესუელაში ოთხ ოპოზიციონერ დეპუტატს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და იმუნიტეტი გაუუქმეს

ვენესუელაში ოთხ ოპოზიციონერ დეპუტატს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და იმუნიტეტი გაუუქმეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ვენესუელის საკონსტიტუციო ასამბლეამ მიიღო.

საქმე ეხება ვენესუელის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიების ოთხ ლიდერს – ხორხე მილიანს, ერნან კლარეტ ალმან პერეს, კარლოს პარას და ლუის სტეფანელის. მათ სამშობლოს ღალატსა და ამბოხის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

მანამდე დეპუტატების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პროკურატურამ მოითხოვა და უზენაესმა სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს ნიკოლას მადურომ მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა ოპოზიციის ლიდერები ლეოპოლდო ლოპესი და ხუან გუაიდო. მადურო მათ დაპატიმრებით დაემუქრა.