ვენესუელაში ორმა დეპუტატმა პარლამენტის სპიკერად გამოაცხადა თავი
ვენესუელაში ორმა დეპუტატმა პარლამენტის სპიკერად გამოაცხადა თავი

ვენესუელაში ორმა დეპუტატმა პარლამენტის სპიკერად გამოაცხადა თავი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ერთ-ერთი მათგანი ნიკოლას მადუროს მოკავშირე ლუის ედუარდო პარაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის პარლამენტმა აირჩია.

კენჭისყრის დროს ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო და მისი მომხრე დეპუტატები სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.

მოგვიანებით, ოპოზიციის წევრები ოპოზიციური გაზეთის რედაქციაში მივიდნენ, სადაც კანჭისყრა ჩაატარეს და ხუან გუაიდო აირჩიეს.

მან ოფისშივე დადო ფიცი. თავის მხრივ ლუის პარა ამტკიცებს, რომ ის პარლამენტის სპიკერად ლეგიტიმური გზით აირჩიეს, ხოლო ოპოზიციამ საკანონმდებლო ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.

მისი თქმით, სხდომათა დარბაზში 140 დეპუტატი იმყოფებოდა და მას მხარი 81 კანონმდებელმა დაუჭირა.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ ხუან გუაიდოს კვლავ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს და პარლამენტში გამართული კენჭისყრა არ შემდგარა.

შეგახსენებთ, რომ შარშან ვენესუელაში მრავალრიცხოვანი მიტინგების ფონზე ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდნეტად გამოაცხადა.

ის ოფიციალურად აღიარა აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და საქართველომ.

ნიკოლას მადურომ კი მომხდარს სახელმწიფო გადატრილების მცდელობა უწოდა.