ვენესუელაში მეწყერს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
ვენესუელაში მეწყერს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელას დასავლეთით მდებარე მერიდას შტატში ძლიერი წვიმების გამო ჩამოწოლი მეწყერის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შტატის გუბერნატორის განცხადებით, 1 200-ზე მეტი სახლია დანგრეული ან დაზიანებული.

განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქები – ტოვარი, ბაილადორესი, ზეა და სანტა კრუზი. ოფიციალური პირების განცხადებით, დაზიანებულია ელექტროსადგური, რის გამოც ქალაქების მცხოვრებლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, გაწყვეტილია სატელეფონო კავშირიც.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ადგილზე 80 მაშველი და 60 სამოქალაქო დაცვის წარმომადგენელი იმყოფება. გარდა ამისა, სამაშველო სამსახურებში შეიარაღებული ძალების ჩართვაც იგეგმება.