ვენესუელაში ხელფასებისა და პენსიების გაზრდის მოთხოვნით აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

13:07, 25.11.2026

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ხელფასებისა და პენსიების გაზრდის მოთხოვნით გამართული აქციაზე დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილე განათლების და ჯანდაცვის სფეროების წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რის შედეგადაც შეტაკება მოხდა.

შეტაკებისას მასწავლებელთა პროფკავშირის ერთ-ერთი ლიდერი დაშავდა. აქციის მონაწილეები ღირსეულ ანაზღაურებას მოითხოვენ.

პროფკავშირების განცხადებით, ვენესუელაში მინიმალური ხელფასი, რომელიც თვეში 130 ბოლივარს, დაახლოებით 27 ცენტს შეადგენს, 2022 წლის შემდეგ არ გაზრდილა.

მსგავსი