ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით, აშშ-თან მიღწეულია შეთანხმება რეპატრირებული მიგრანტების ავიარეისების განახლების შესახებ

20:15, 22.03.2025
Migrants board a plane bound to southern Mexico as part of a repatriation flight to their countries, at the Piedras Negras International Airport, in Piedras Negras, Coahuila state, Mexico, December 23, 2023. REUTERS/Jose Luis Gonzalez

ვენესუელამ აშშ-თან რეპატრირებული მიგრანტების ავიარეისების განახლებაზე შეთანხმებას მიაღწია, – ამის შესახებ ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.

მისი თქმით, ფრენები 23 მარტს დაიწყება.

„მიგრაცია დანაშაული არ არის და ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე ყველას, ვისაც დაბრუნება სურს, უკან არ დავაბრუნებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ვენესუელას დამატებით სანქციებს დაუწესებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ მიიღებს აშშ-დან დეპორტირებულ საკუთარ მოქალაქეებს.

მსგავსი