ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცესკო-ს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა შეიცვლება
ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცესკო-ს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა შეიცვლება

ცესკო-ს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიაში იქნება სულ მცირე ცხრა და არაუმეტეს 11 წევრი. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შევა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერებისა კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით კანონპროექტში უნდა ყოფილიყო ჩანაწერი საკონკურსო კომისიის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე.

კანონპროექტის პირველი რედაქციით საკონკურსო კომისიის რაოდენობა განსაზღვრულია 10 წევრით.

დატოვე კომენტარი