ვენეციაში, უახლოეს საათებში წყლის დონის კიდევ უფრო მატებას ელოდებიან
ვენეციაში, უახლოეს საათებში წყლის დონის კიდევ უფრო მატებას ელოდებიან

ვენეციაში წყალდიდობის ახალი ნაკადია მოსალოდნელი. ამის შესახებ იტალიური მედია ადგილობრივი მონიტორინგის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, უახლოეს საათებში სტიქიის ზონაში წყლის დონე 160 სანტიმეტრს მიაღწევს. ადგილობრივი მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, თუ წყლის სიმაღლე ამ დონემდე მოიმატებს, ქალაქის 77 პროცენტი ნაწილობრივ დაიტბორება. ამას კი, სავარაუდოდ დაემატება ძლიერი ქარი. ამჟამად სტიქიის ზონაში წყლის დონე 125 სანტიმეტრია.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვენეციის მერი მოსახლეობას ვენეციაში გადაადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს. სტიქიამ ორი ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რეგიონისთვის 20 მილიონი ევრო გამოყო.

დატოვე კომენტარი