ვენეციაში ტრადიციული კარნავალი დაიწყო
ვენეციაში ტრადიციული კარნავალი დაიწყო

ვენეცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ლამაზ სანახაობას მასპინძლობს.

„კარნავალი ის დღესასწაულია, სადაც ყველა ოინს გასავალი აქვს“, – ასე ამბობენ აპენინის ნახევარკუნძულზე.

სწორედ ამიტომ, დღეიდან სამი კვირის განმავლობაში ვის აღარ გადაეყრებით ვენეციის ქუჩებში: იმპერატორებს, უფლისწულებს, მეკობრეებსა თუ მეწაღეებს, დიდგვაროვან ბარონესებსა და მათ ლაქიებს, ვენეციელ მოგზაურ მარკო პოლოს თუ ქალების გულთამპყრობელ ჯაკომო კაზანოვას, – წერს Euronews-ი.

კარნავალი აღდგომის რელიგიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული. მისი სახელი ლათინურიდან ხორცის ამოღებას ნიშნავს და ყოველწლიურად იანვრის ბოლოსა და თებერვალში იმართება.

სანახაობას საფუძველი 1094 წელსდოჟმა ვიტალე ფალიერმა ჩაუყარა, 1296 წელს კი ვენეციის რესპუბლიკის სენატმა ის ოფიციალურ დღესასწაულად ცნო.

კარნავალის მთავარი ატრიბუტი სადღესასწაულო კოსტიუმები და ვენეციის სავიზიტო ბარათად ქცეული ნიღბებია.