ვენეციაში შესასვლელად ტურისტებს გადასახადის გადახდა მოუწევთ
ვენეციაში შესასვლელად ტურისტებს გადასახადის გადახდა მოუწევთ

ვენეციაში შესასვლელად ტურისტებს გადასახადის გადახდა მოუწევთ. ახალი რეგულაციის დაწესებას იტალიის 2019 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს. ამჟამად ვენეციის სასტუმროში ან ბინაში გატარებული ერთი ღამის საფასური 1.5 ევროა. ახალი სისტემით გადასახადი 2.5 ევროდან 10 ევრომდე იქნება.

ახალი წესები ქალაქის ხელმძღვანელობას ვენეციაში შესვლის საფასურის დაწესებას შესაძლებლობას აძლევს.

საბიუჯეტო რეგულაციის თანახმად, ვენეციაში შესვლის საფასურს გადაიხდიან ის ტურისტებიც, რომლებიც ქალაქს შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საათით ესტუმრონ.

იტალიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ახალი სისტემა 50 მილიონ ევროს შემოსავალს უზრუნველყოფს. 2017 წელს სულ მცირე ერთი ღამე ვენეციაში 10-მა მილიონმა ტურისტმა გაატარა სასტუმროში. დღის ტურისტული ექსკურსიების ჩათვლით, ეს რიცხვი 27 მილიონს აღწევს.