ვენეციაში, ლაგუნის კატერებით გადატვირთვის გამო ინციდენტები გახშირდა
ვენეციაში,  ლაგუნის კატერებით გადატვირთვის გამო ინციდენტები გახშირდა

ვენეციაში ორი დღის განმავლობაში მომხდარი ინციდენტების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

სამ აგვისტოს, კატერი სათევზაო ნავს შეეჯახა. შედეგად ორი მეთევზე დაიღუპა.

კატერში მყოფმა ახალგაზრდებმა ტრავმები მიიღეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

შემთხვევა ოთხ აგვისტოსაც მოხდა, როდესაც ნავი ტალღის დარტყმის შედეგად გადატრიალდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მომხდარის გამო ვენეციაში აცხადებენ, რომ ლაგუნა ბოლო პერიოდში ძალიან გადატვირთულია.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვენეციის ლაგუნა საზღვაო ტრანსპორტის ავტობანად გადაიქცა, კატერები და ნავები აქ ხშირად წესების გარეშე რბოლას აწყობენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან“, – აცხადებენ ადგილობრივი პოლიტიკოსები.

მათი თქმით, აუცილებელია, რომ ვენეციის ლაგუნაში კატერებისა და მოტორიანი ნავების გადაადგილება აიკრძალოს.