ვენეციაში კატერის დამბასთან შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვენეციაში კატერის დამბასთან შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ვენეციაში კატერის დამბასთან შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ინციდენტი ვენეციაში 17 სექტემბერს მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კატერი ხელოვნურ დამბას დაეჯახა, რომელიც ვენეციას დატბორვისგან იცავს.

ადგილზე მისულმა მაშველებმა ორი დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს. მოგვიანებთ იპოვნეს მესამე გარდაცვლილის ცხედარიც. დაღუპულებს შორის არის ნავების დიზაინერი ფაბიო ბუცი, ასევე გემის მართვის ორი ბრიტანელი სპეციალისტი. კატერი, რომლიც დამბას დაეჯახა მონტე კარლოდან ვენეციაში მიცურავდა და სიჩქარის რეკორდის მოხსნას ცდილობდა.