ვენდი მორტონი – ყველა პარტია კონსტრუქციულ დიალოგში უნდა ჩაერთოს, რათა განსხვავებები დაძლეული იყოს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბარისას აღვნიშნე, რომ ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონი „ტვიტერზე“ წერს.
მისივე თქმით, ყველა პარტია კონსტრუქციულ დიალოგში უნდა ჩაერთოს.
„ყველა პარტია ახლა უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რათა განსხვავებები დაძლეული იყოს“, – განაცხადა ვენდი მორტონმა.
In my call with Georgian FM @DZalkaliani today, I set out that any judicial process following yesterday’s detention of the political opposition leader Nika Melia must be fair & transparent. All parties must now engage in a constructive dialogue to resolve differences.
— Wendy Morton MP (@morton_wendy) February 24, 2021