ვენაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დაწესებული კარანტინის გახანგრძლივება იგეგმება
ავსტრიის დედაქალაქში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დაწესებული კარანტინის ხუთი დღით გახანგრძლივება იგეგმება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ვენასა და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე კიდევ ორ რეგიონში კარანტინი პირველიდან 6 აპრილამდე გამოცხადდა.
ამ დროის განმავლობაში დაიხურება მაღაზიები, ღამით კი კომენდანტის საათი დაწესდება.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ავსტრიაში „კოვიდ-19“-ის 539 541 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 9 275 ადამიანი.