„ველტი“ - ფრიდრიხ მერცის პარტიაში ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეზღუდვის გამო უთანხმოებაა
„ველტი“ - ფრიდრიხ მერცის პარტიაში ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეზღუდვის გამო უთანხმოებაა

ფრიდრიხ მერცის პარტიაში ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეზღუდვის გამო უთანხმოებაა, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ველტი“ წერს.

ფრიდრიხ მერცის გადაწყვეტილება საჯაროდ გააკრიტიკა პარტიის თავმჯდომარემ, ჰორსტ ზეეჰოფერმა, რომელმაც ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეჩერებას „საგარეო პოლიტიკის შეცდომად“ აფასებს.

ცნობისთვის, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ისრაელში იარაღის ექსპორტს შეაჩერებს. კანცლერის თქმით, სულ უფრო რთული ხდება იმის გაგება, თუ როგორ დაეხმარება ისრაელის სამხედრო გეგმა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას.

მანამდე ისრაელის უშიშროების კაბინეტმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარებას ითვალისწინებს.