ველოსპორტი - ტურ დე ფრანსის მოქმედი ჩემპიონი საავადმყოფოში იმყოფება (ვიდეო)
ბრიტანელი ველომრბოლელი გერაინტ თომასი შვეიცარიის ტურნეს დროს სერიოზულად დაშავდა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება, დაცემის შემდეგ, სპორტსმენი წამოჯდა და თანაგუნდელებს დაელაპარაკა, შემდეგ კი ის სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის ტურ დე ფრანსის გამარჯვებული სამედიცინო შემოწმებას გაივლის და საბოლოო პასუხი მისი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
თომასთან ერთად ყაზახი ველომრბოლელი ადრეი ზაიციც დაშავდა, რომელსაც ასევე დასჭირდა სამედიცინო დახმარება.
წლევანდელი ტურ დე ფრანსი 6 ივლისს იღებს სტარტს და ბრიტანელები იმედოვნებენ, რომ მათი ლიდერი ფორმაში იქნება.