ველისლავა პეტროვა-ჩამოვა – საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართვა საუბარში, როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება, საქართველოსთან დიალოგი გადამწყვეტია
საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართვა საუბარში, როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება, – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან დიალოგი გადამწყვეტია.
„დროა, განვიხილოთ, სად ვართ ახლა და საქართველოს რა როლი შეუძლია, შეასრულოს. საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართვა საუბარში, როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება. კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომელ სექტორულ მიმართულებებში იქნება მისი როლი მნიშვნელოვანი, საქართველოსთან დიალოგი გადამწყვეტია. ვფიქრობ, ეს კარგი დროა, ამაზე დავიწყოთ საუბარი“, – განაცხადა ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ.