ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დავით კირკიტაძის გარდა, შესაძლოა, სხვა პირებიც დააკავონ
ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დავით კირკიტაძის გარდა, შესაძლოა, სხვა პირებიც დააკავონ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ არ არის გამორიცხული, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ განვითარებული მოვლენების გარშემო გამოძიება გრძელდება.

„გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება. მიმდინარეობს ვიდეომასალის შესწავლა. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

​„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.