ვეფხია ლომიძე​ - სააპელაციო სასამართლოს მთავარი გამოწვევა საქმეთა დიდი ნაკადი და გაჭიანურებული სასამართლო დავებია
ვეფხია ლომიძე​ - სააპელაციო სასამართლოს მთავარი გამოწვევა საქმეთა დიდი ნაკადი და გაჭიანურებული სასამართლო დავებია

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს სიახლის სამართლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატ ვეფხია ლომიძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.

კანდიდატმა საკუთარ სიტყვაში, რომლითაც თანამდებობაზე დანიშვნის მოტივაცია ახსნა განმარტა, რომ მთავარი გამოწვევა რაც ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს აქვს, ეს არის საქმეთა დიდი ნაკადი და გაჭიანურებული სასამართლო დავები.

ვეფხია ლომიძის განცხადებით, მას აქვს გეგმა, თუ როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად მცირე სამუშაო გამოცდილებისა სააპელაციო სასამართლოში, ეს გარემოება არ იქნება პრობლემა მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში.

„მართალია ახალი დანიშნული ვარ პალატის მოსამართლედ და პრობლემები ძირეულად არ ვიცი, თუმცა თუ დავინიშნები ამ თანამდებობაზე ვფიქრობ, რომ ეს ხელს არ შემიშლის“,- განმარტა ვეფხია ლომიძემ.

ვეფხია ლომიძე სააპელაციო სასამართლოში მეორე თვეა მუშაობს. ის მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.

სააპელაციო სასამართლოს სიახლის სამართლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატია წარდგენილი – ლევან თევზაძე, ვეფხია ლომიძე და გოჩა ჯეირანაშვილი.