ვედანტ პატელი - აშშ შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ ირანი გეგმავს ასობით ბალისტიკური რაკეტის რუსეთისთვის მიწოდებას
ვედანტ პატელი - აშშ შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ ირანი გეგმავს ასობით ბალისტიკური რაკეტის რუსეთისთვის მიწოდებას

აშშ შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ ირანი გეგმავს ასობით ბალისტიკური რაკეტის რუსეთისთვის მიწოდებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა განაცხადა.

პატელის თქმით, რუსეთსა და ირანს შორის პარტნიორობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებასაც.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ ირანი გეგმავს ასობით ბალისტიკური რაკეტის მიწოდებას რუსეთისთვის და ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან პოტენციური ზომების შესახებ, რომლებიც შეიძლება, მივიღოთ. როგორც ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა განვაცხადეთ როგორც G7-ზე, ასევე ნატო-ს სამიტზე, ჩვენ მზად ვართ, გავცეთ სწრაფი და მკაცრი პასუხი, თუ ირანი წინ წაიწევს ბალისტიკური რაკეტების გადაცემის კუთხით, რაც, ჩვენი აზრით, იქნება დრამატული ესკალაცია ირანის მხარდაჭერით რუსეთის აგრესიული ომისთვის უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა პატელმა.