ვედანტ პატელი - აშშ მხარს არ დაუჭერს რაფაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის ღონისძიებების დაგეგმვის გარეშე განხორციელდება
შეერთებული შტატები მხარს არ დაუჭერს რაფაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის ღონისძიებების დაგეგმვის გარეშე განხორციელდება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
„ახლა ასეთი ოპერაციის ჩატარება, დაგეგმვისა და მცირე დაფიქრების გარეშე, რაიონში, სადაც მილიონი ადამიანის თავშესაფარია, კატასტროფა იქნება“, – აღნიშნა პატელმა პრესკონფერენციაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნულის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელში გამართულ შეხვედრებზეც უთხრა.