ვებ ელისის თასმა ჰიმალაი დაიპყრო
ვებ ელისის თასმა ჰიმალაი დაიპყრო

მსოფლიო რაგბის მთავარი ჯილდო ნეპალში ისტორიაში პირველად ჩაიტანეს. 2019 წლის მსოფლიო თასი, პროექტ Get into Rugby-ის ფარგლებში, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. კატმანდუში ვებ ელისის თასი მსოფლიოს ჩემპიონმა ოლი ფილიპსმა ჩაიტანა, სადაც საზეიმო მიღება გაიმართა.

2018 წელს, ვებ ელისის თასის მოგზაურობის ფარგლებში, ნეპალი ბოლო ლოკაცია იყო. სულ კი ორწლიანი ტურის ფარგლებში ვებ ელისის თასს 20-მა ქვეყანამ უმასპინძლა. 2019 წლის იანვარში მსოფლიო რაგბის მთავარ ჯილდოს მალაიზიაში ჩაიტანენ. პროექტის მთავარი მიზანი რაგბის პოპულარიზაცია და გულშემატკივართა რაოდენობის გაზრდაა.