ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

10:29, 09.03.2021

თოვლისა და ყინვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„გზაზე ლიპყინულის გამო, მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის შევზღუდეთ. მიმდინარეობს ქვიშა-მარილის დაყრა და ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ, ორ-სამ საათში გზის გახსნა მოხერხდება“, – განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

მსგავსი