ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვერონა-შუამთის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი