ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

23:42, 17.03.2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, შეზღუდვის მიზეზი თოვა და ლიპყინული გახდა.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მსგავსი