ვატო შაქარიშვილი - შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს
ვატო შაქარიშვილი - შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს

შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში, ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საღამო მშვიდობის, მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, თანამოაზრეებო, უბრალოდ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეით დაინტერესებულებო! შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში. დავიწყოთ, ერთად ვიფიქროთ, ერთად ვიმოქმედოთ, ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს.

არ დავუშვათ საქართველოში რევოლუციური სცენარების განხორციელება! დავიცვათ ჩვენი ქვეყანა აგრესიული ლიბერალური შემოტევისგან! წერტილი დავუსვათ ადამიანების შეურაცხყოფას, ბულინგს, ცილისწამებას!

P.S. ნაც-ლიბერალური პროპაგანდისტული საშუალებები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. პროვოკაციებზე იქნება ადეკვატური პასუხი. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.