ვატო შაქარიშვილი - პოლონეთის საგარეო უწყებიდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც МГИМО ჰქონდა დამთავრებული, ელენე ხოშტარიას არ გააგებინოთ, თქვენც ნუ შეიმჩნევთ, ძვირფასო ნაც-ლიბერალებო 
ვატო შაქარიშვილი - პოლონეთის საგარეო უწყებიდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც МГИМО ჰქონდა დამთავრებული, ელენე ხოშტარიას არ გააგებინოთ, თქვენც ნუ შეიმჩნევთ, ძვირფასო ნაც-ლიბერალებო 

ელენე ხოშტარია პროდასავლელ, სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსად იყიდება, ადამიანების სანქცირებას ითხოვს რუსეთთან გამოგონილი კავშირების გამო, თვითონ კი დღემდე  МГИМО-ში მიღებული დავალებებით მოქმედებს, – ამის შესახებ ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО) ჰქონდა დამთავრებული.

„ლяკას არ გააგებინოთ და თქვენც ნუ შეიმჩნევთ, ძვირფასო ნაც-ლიბერალებო! იქნებ პოლონეთის მაგალითით მაინც დაინტერესდეთ (ბოლოს და ბოლოს იმ ევროკავშირის წევრია, რომელსაც ეტრფით), თუ ლяკასთვის ჩარიცხულმა რუბლებმაც ვერ აგიხილათ თვალი და ჰელენ ხოშტარიასთან ერთად აპირებთ ისევ „შინ, ევროპისკენ“ სვლას…

წარმოიდგინეთ, რამდენად დეგრადირებული და უტიფარია ლიბერალური პროპაგანდა, რომ ლяკა პროდასავლელ, სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსად იყიდება, რომელიც ადამიანების სანქცირებას ითხოვს რუსეთთან გამოგონილი კავშირების გამო, თვითონ კი МГИМО-ში, 2018ა (დასავერბოვკებელი კაბინეტი) ოთახში მიღებული დავალებებით მოქმედებს დღემდე, მოქმედებს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის და ჩვენი ქვეყნის საზიანოდ!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, ეს ინსტიტუტი საბჭოთა იმპერიალიზმის დიდი პროექტის ნაწილი იყო. ზბიგნევ რაუ განმარტავს, რომ „МГИМО-ს კურსდამთავრებულები იძულებული იყვნენ, რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ ემუშავათ“.