წყალტუბოს „სამგურალმა“ 26 წლის შემტევი, ვატო არველაძე დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ვატო არველაძე სხვადასხვა დროს თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“, პოლონურ „კორონაში“, თურქულ „ქასიმფაშასა“ და „ქარაგიუმრუქში“. 2022-2023 წლებში იყო ბაქოს „ნეფთჩის“ ფეხბურთელი, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით თბილისის „დინამოში“ გადავიდა, ბოლოს კი ფოთის „კოლხეთში“ ასპარეზობდა.
ვატო არველაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ. 2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
ეროვნულ გუნდში დებიუტი 2019 წლის 26 მარტს, სტუმრად ირლანდიასთან ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში ჰქონდა. სადებიუტო გოლი კი იმავე შესარჩევში, გიბრალტარის ნაკრებს თბილისში გაუტანა.