ვატიკანის განჩინების თანახმად, წმინდა საყდარში მომუშავე პირი, ვინც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე უარს იტყვის, სამსახურიდან გათავისუფლდება
ვატიკანის განჩინების თანახმად, წმინდა საყდარში მომუშავე პირი, ვინც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე უარს იტყვის, სამსახურიდან გათავისუფლდება

ვატიკანმა განჩინება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, წმინდა საყდარში მომუშავე პირი, ვინც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს იტყვის, სამსახურიდან გათავისუფლდება.

განჩინებაში ნათქვამია, რომ ვატიკანში დასაქმებულმა პირმა დოკუმენტურად უნდა დაასაბუთოს, რატომ არ გაიკეთა ვაქცინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სხვადასხვა სახის სანქცია დაეკისრება, უკიდურეს სასჯელად კი სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ პირბადის ტარების წესის დამრღვევი პირები დაისჯებიან 25-50 ევრომდე ჯარიმით, ხოლო კარანტინის დამრღვევებს 1 500 ევროს გადახდა მოუწევთ.

ვატიკანმა თანამშრომლების ვაქცინაცია გასულ თვეს დაიწყო. პაპი ფრანციკსე და ასევე, მისი წინამორბედი ბენედიქტე მეთექვსმეტეც უკვე აიცრნენ.

დატოვე კომენტარი