ვატიკანის ელჩის, არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურის საშობაო მილოცვა
ვატიკანის ელჩის, არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურის საშობაო მილოცვა

ვატიკანის ელჩი, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური ქრისტიანების ნაწილს შობის დღესასწაულს ულოცავს.

„მოგესალმებით სამოციქულო ადმინისტრაციიდან, პაპის სახლიდან. იმედისა და კეთილი სურვილების, იმედისა და კეთილგანწყობის ამ პერიოდში, მსურს, მოგესალმოთ და გისურვოთ კურთხეული შობა და ბედნიერი ახალი წელი! ცოტა ხნის წინ წმინდა მამამ მოგვწერა და გვკითხა, როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს, გავხდეთ მშვიდობის მაცნეები ამ პერიოდში, როცა მსოფლიოში არ არის მშვიდობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მშვიდობის მაცნედ ყოფნა თითოეული ჩვენგანის მისიაა ოჯახებსა და საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყნებსა და მსოფლიოში, რათა უფლის ღვთაებრივმა შუქმა გაანათოს ჩვენი სამყარო. დაე, მან მართლად გაიაროს ღრუბლებში და სამყაროს მშვიდობითა და ღვთაებრივი კურთხევით ეამბოროს.

მადლობას გიხდით ყველას, ვინც მოგვყვებით, მადლობას გიხდით სამოციქულო ნუნციატურის მხადრაჭერისა და მეგობრობისთვის. გახსოვდეთ, რომ ჩემს ლოცვებში გიხსენიებთ“, – აღნიშნულია მიმართვაში.