ვასილ მაღლაფერიძე - თავისუფლებისთვის ბრძოლას თუ დაისახავ მიზნად და ყელს გამოჭრი შენ გარშემო ყველას, ეგ არ არის თავისუფლება
ვასილ მაღლაფერიძე - თავისუფლებისთვის ბრძოლას თუ დაისახავ მიზნად და ყელს გამოჭრი შენ გარშემო ყველას, ეგ არ არის თავისუფლება

თავისუფლებისთვის ბრძოლას თუ დაისახავ მიზნად და ყელს გამოჭრი შენ გარშემო ყველას, ეგ არ არის თავისუფლება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემაში განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფლებისთვის ყველაზე დიდი ბრძოლა ის არის, თავისუფლად რომ ცხოვრობ.

„რა იყო ევროპა და ამერიკა ჩვენთვის – ეს იყო იმ თავისუფლების ადგილი, სადაც ადამიანები ლაპარაკობენ იმას, რაც უნდათ, იქცევიან თავისუფლად. იყო ჟურნალი „ამერიკა“. მახსოვს, ამოჭრილი მქონდა ფოტო, ამერიკის კონგრესის კიბეებზე იჯდა ორი კონგრესმენი და რაღაცაზე საუბრობდა. ჩემზე ეს უზარმაზარ შთაბეჭდილებას ახდენდა. ჩვენთან კი როგორ იყო, გინდა, მთავრობის წევრი და ან დამწყები კომკავშირელი, გაბღენძილი უნდა ყოფილიყო. ევროპა თავისუფალი სამყარო იყო, თავისუფალი სიტყვა იყო, განსხვავებული აზრი იყო – ეს იყო დასავლეთი. ეს არის გრძელვადიანი სიმშვიდე, სადაც გისმენენ და განსხვავებული აზრის გამო არ გქოლავენ. თავისუფლებისთვის ყველაზე დიდი ბრძოლა ის არის, თავისუფლად რომ ცხოვრობ. აბა, თავისუფლებისთვის ბრძოლას თუ დაისახავ მიზნად და ყელს გამოჭრი შენ გარშემო ყველას, ეგ არ არის თავისუფლება. იაკობინელებმა რომ თქვეს – ერთობა, თანასწორობა და თავისუფლებაო, უკეთესი ვინ თქვა დედამიწის ზურგზე, მაგრამ მერე დადგეს გილიოტინა. ჩვენი დასავლურობა გამოიხატება ჩვენს თავისუფლებაში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.