ვასილ მაღლაფერიძე - რევოლუციის შესახებ ყველაზე ღრმააზროვანი ლექსი მართლაც გალაკტიონს აქვს დაწერილი, ოღონდ არა ის, ყური რომ მოუკრავთ და იმეორებენ, აი, ეს: „არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი, როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი“

რევოლუციის შესახებ ყველაზე ღრმააზროვანი ლექსი მართლაც გალაკტიონს აქვს დაწერილი, ოღონდ არა ის, ყური რომ მოუკრავთ და იმეორებენ, აი, ეს: „არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი, როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი“, – წერს სოციალურ ქსელში ვასილ მაღლაფერიძე.

„საბჭოთა კავშირში დაბადებულებმა რევოლუცია როგორი მშვიდობიანიცაა, წესით კი უნდა იცოდნენ!

ამბობენ, საფრანგეთშიც არა უშავდა რაო!

თუ რევოლუციების ისტორიებს გავიხსენებთ, არაძალადობრივი რევოლუცია დაახლოებით ისეთივე საყვარლობად გამოიყურება, როგორც ნაზი წამება ან ნებაყოფილობითი გაუპატიურება!

ისე კი, რევოლუციის შესახებ ყველაზე ღრმააზროვანი ლექსი მართლაც გალაკტიონს აქვს დაწერილი, ოღონდ არა ის, ყური რომ მოუკრავთ და იმეორებენ,

აი, ეს:

„არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი,

როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი“, – წერს „ფეისბუქში“ ვასილ მაღლაფერიძე.