ვასილ მაღლაფერიძე - რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს თუ მიაჩნიათ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სათაური ან შინაარსი კორექტულია, რას ვიზამთ, ესე იგი, ეს ყოფილა მათი პროფესიონალიზმის დონე
ვასილ მაღლაფერიძე - რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს თუ მიაჩნიათ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სათაური ან შინაარსი კორექტულია, რას ვიზამთ, ესე იგი, ეს ყოფილა მათი პროფესიონალიზმის დონე

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, თურმე, ოფიციალურ განცხადებაში ვიგინები. მტყუნის სინდისი შერცხვეს, რაც რომ ეს ფეიკნიუსი ჩამიდეს, რადგან არც ოფიციალური განცხადება გამიკეთებია სადმე და, მით უმეტეს, არც შემიგინებია!“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქზე“ წერს.

ვასილ მაღლაფერიძე რადიო „თავისუფლების“ სტატიას ეხმაურება, სადაც გამოცემა წერს, რომ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი „ღამის შოუ პირველზე“ წამყვანის, ბაჩო ქაჯაიას საკითხზე საუბრისას იგინება.

„რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს თუ მიაჩნიათ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სათაური ან შინაარსი კორექტულია და ზუსტად გადმოცემს მომხდარის არსს, რას ვიზამთ, ესე იგი, ეს ყოფილა მათი პროფესიონალიზმის დონე. იმდენი ფეიკი და არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება, ერთით მეტი ტყუილი ქვეყანას ვერ დაანგრევს. საწყენი ის იქნებოდა, თუ გვეცოდინებოდა, რომ განზრახ იქცევიან ასე, თუმცა, ალბათ, განზრახ არ უქნიათ, უბრალოდ მრავალწერტილი გაშიფრეს საკუთარი წარმოდგენებიდან გამომდინარე. ვინაიდან ნათქვამია, არცოდნა არცოდვააო, ამიტომ ბოდიშს არ ვითხოვ და იმედს ვიტოვებ, შემდგომში უფრო ყურადღებით იქნებიან, თუმცა, მტყუნის ცხვირი მაინც დაგრძელდეს!“,- წერს ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქზე“.

სხვადასხვა მედიასაშუალებამ მოამზადა მასალა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „ღამის შოუ პირველზე“ წამყვანის, ბაჩო ქაჯაიას გადაცემაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, მედიასაშუალებები სვამდნენ კითხვას, გააგრძელებდა თუ არა ბაჩო ქაჯაია თანამშრომლობას საქართველოს პირველ არხთან.  ამასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ „ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა.