ვასილ მაღლაფერიძე - ოპოზიციის დადებული ფარატინა პირობა, რომელიც რატომღაც პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი ჰგონიათ, სინამდვილეში ბევრ მწვავე დაპირისპირებას გამოიწვევს პარტიებს შორისაც და საკუთრივ პარტიებშიც
ვასილ მაღლაფერიძე - ოპოზიციის დადებული ფარატინა პირობა, რომელიც რატომღაც პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი ჰგონიათ, სინამდვილეში ბევრ მწვავე დაპირისპირებას გამოიწვევს პარტიებს შორისაც და საკუთრივ პარტიებშიც

​ოპოზიციის დადებული ფარატინა პირობა, რომელიც რატომღაც პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი ჰგონიათ, სინამდვილეში ბევრ მწვავე დაპირისპირებას გამოიწვევს პარტიებს შორისაც და საკუთრივ პარტიებშიც, – ამის შესახებ ფილოლოგი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

​„სწორედ დღეს, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს პარლამენტში შეუსვლელობის პირობას და ამას საამაყო გამარჯვება უწოდეს, უკვე ნათელია, რომ ამ გადაწყვეტილებას დიდი დღე არ უწერია.

საქმე ისაა, რომ ეს პირობა დადეს ლიდერებმა, რომელთა უმრავლესობა ისედაც ვერ შედის პარლამენტში, რეალურად კი შესვლა-არშესვლის გადაწყვეტილებას ცხრა პარტიის სიაში ჩაწერილი ათასზე მეტი წევრი პირადად და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.

ამასთან, დღეს დადებული ფარატინა პირობა, რომელიც რატომღაც პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი ჰგონიათ, სინამდვილეში ბევრ მწვავე დაპირისპირებას გამოიწვევს პარტიებს შორისაც და საკუთრივ პარტიებშიც“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.