ვასილ მაღლაფერიძე - მედიის მიუკერძოებლობა დამხობის ხელშეწყობას არ ნიშნავს, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა ჟურნალისტმა, რომელიც საქმიანობის გაგრძელებას მიკროფონით და კამერით აპირებს და არა ავტომატით
ვასილ მაღლაფერიძე - მედიის მიუკერძოებლობა დამხობის ხელშეწყობას არ ნიშნავს, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა ჟურნალისტმა, რომელიც საქმიანობის გაგრძელებას მიკროფონით და კამერით აპირებს და არა ავტომატით

დამხობა ერთობ სახიფათო ცნებაა, რომელსაც პირდაპირ არასამართლებრივ სივრცეში გადაყავს ამ ცნების ირგვლივ ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებულნი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მედიის მიუკერძოებლობა კი არასამართლებრივ და სამართლებრივ სივრცეებს შორის ბალანსის შენარჩუნებას ან სულაც დამხობის ხელშეწყობას კი არ ნიშნავს, არამედ საზოგადოებისთვის რეალობის(!) ჩვენებას. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა ჟურნალისტმა, რომელიც თავისი საქმიანობის გაგრძელებას მიკროფონით და კამერით აპირებს და არა ავტომატით“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.