ვასილ მაღლაფერიძე - იყო იმედი, ამომრჩევლებისთვის სირცხვილის კორიდორების მოწყობის იდეა მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის როყიოდ წამოსროლილ ფრაზად დარჩებოდა, თუმცა მიმდევრები გამოუჩნდნენ
ვასილ მაღლაფერიძე - იყო იმედი, ამომრჩევლებისთვის სირცხვილის კორიდორების მოწყობის იდეა მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის როყიოდ წამოსროლილ ფრაზად დარჩებოდა, თუმცა მიმდევრები გამოუჩნდნენ

იყო იმედი, რომ ამომრჩევლებისთვის კორიდორების მოწყობის იდეა, მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის როყიოდ წამოსროლილ ფრაზად დარჩებოდა, თუმცა, დღეს ამ იდეას მიმდევრები გამოუჩნდნენ და, როგორც ჩანს, ბუდე აქვთ, – ამის შესახებ ლიტერატორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მაღლაფერიძის თქმით, სამწუხაროა, რომ „პოლიტიკოსებად წოდებულთა რაღაც ნაწილი, საერთოდ ვეღარ აცნობიერებს მათ მიერ წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობას“.

„სანამ არჩევნების შედეგებზე დავა-კამათი პარტიებს შორის მიმდინარეობს, როგორი მწვავე პროტესტის ფონიც არ უნდა სდევდეს ამას, ეს მაინც რჩება პოლიტიკურ პროცესად და ნორმალურია. მაგრამ პარტიების ლიდერების მხრიდან მოწოდებები დერეფნების მოწყობისკენ, ვითომდა უწყინარი სტვენისა იქვე ნალანძღვის თანხლებით, ფაქტობრივად და პირდაპირ ნიშნავს მოქალაქეების წაქეზებას ერთმანეთზე ფიზიკური ძალადობისკენ, რაც ამ ისედაც პოლარიზებულ გარემოში ძალიან სახიფათოა და, მათ შორის, თავად განცხადების ავტორთათვის. თუმცა, რა ლოგიკა უნდა ვიპოვოთ ისეთ ტრაგი-კომიკურ მოცემულობაში, სადაც რეალობიდან გასული ასარჩევი სუბიექტები სირცხვილის კორიდორებით ემუქრებიან ამომრჩევლებს“, – წერს მაღლაფერიძე.