ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლამდე, დღეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბარს გამართავენ
ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლამდე, დღეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბარს გამართავენ

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლამდე, დღეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბარს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის ომის საკითხებს განიხილავენ.

ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შესაძლოა, პუტინს ახალი ულტიმატუმი წაუყენოს: ან რუსეთი სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავს, ან უკრაინა „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებს მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ვიზიტს 17 ოქტომბერს გეგმავს, რომლის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.