ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან ჯო ბაიდენმა კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

08:44, 20.01.2021

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალური ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში გაიმართა.

ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. მათ პატივი მიაგეს პანდემიის დროს გარდაცვლილ 400 ათასს თანამოქალაქეს.

მემორიალური აქციის ფარგლებში ნიუ-იორკში ემპაირ სტეიტ ბილდინგი და სხვა შენობები წითლად განათდა.

მსგავსი